გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე პენსიების გაზრდის საკითხსაც შეეხო.
ამ პუნქტის მიხედვით, 2021 წლიდან შემოდის პენსიების ინდექსაციის წესი – ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენციის მოცულობაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა პენსიორების პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც პენსიონერებს პენსიის სახით უზღვევს ფასების ზრდას.
გიორგი გახარიას თქმით, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება ოცი ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ, 25 ლარით.
„ეს არის ქვედა ზღვარი, მინიმუმი, რაც თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამ შეღავათი 410 000 პენსიონერი ისარგებლებს.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.