ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ანგარიშის თანახმად, 2021 წლიდან მოყოლებული 46 000-ზე მეტმა ადამიანმა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ თაღლითობებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იმ ადამიანთა ნახევარი, რომელიც მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი გახდა ამბობს, რომ ყველაფერი რეკლამით, სოციალურ მედიაში პოსტით ან რეკლამით იწყებოდა.
FTC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური მედია და კრიპტო თაღლითებისთვის ხელსაყრელი კომბინაციაა და ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევები, ყველაზე ხშირად, ყალბ ინვესტიციებს უკავშირდებოდა.
ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში ერთმა ადამიანმა საშუალოდ 2,600 დოლარი დაკარგა, სოციალური მედიებიდან ყველაზე მეტი მსგავსი შემთხვევა Instagram-ზე, Facebook-ზე, WhatsApp-სა და Telegram-ზე იყო, ყველაზე გამოყენებადი კრიპტოვალუტები კი Bitcoin-ი, Tether-ი და Ether-ი.