Home დღის ამბები ეკონომიკა 2021 წელს საქართველოში 1,241 მლრდ დოლარის FDI განხორციელდა

2021 წელს საქართველოში 1,241 მლრდ დოლარის FDI განხორციელდა

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1,241 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

ამასთან, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, ასე განაწილდა:

გაერთიანებული სამეფო – 603.6 მლნ დოლარი

ნიდერლანდები – 138,3 მლნ დოლარი

თურქეთი – 100 მლნ დოლარი

ჩეხეთი – 80,8 მლნ დოლარი

რუსეთი – 75,5 მლნ დოლარი

გერმანია – 36,2 მლნ დოლარი

ლუქსემბურგი – 34,9 მლნ დოლარი

სეიშელები – 29,9 მლნ დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 28,3 მლნ დოლარი

დანარჩენი ქვეყნები – 114,3 მლნ დოლარი

ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება სექტორებს, 2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო სექტორში განხორციელდა – 465,3 მლნ დოლარი; მეორე ადგილზეა ენერგეტიკა – 185,9 მლნ დოლარი, სამეულში შედის დამამუშავებელი მრეწველობა – 133,3 მლნ დოლარი. უძრავ ქონებაში გასულ წელს 110,1 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში – 26,8 მლნ დოლარის, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში – 1,9 მლნ დოლარის, ხოლო დანარჩენ სექტორებში – 318,6 მლნ დოლარის.