Home დღის ამბები ეკონომიკა 2021 წელს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა – საქსტატის დაზუსტებული მონაცემები

2021 წელს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა – საქსტატის დაზუსტებული მონაცემები

საქსტატმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას (10.4%-ს).

დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 21.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 %-ით განისაზღვრა.

მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5% შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 %-ით განისაზღვრა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 %) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 %), მშენებლობა (7.5 %), სოფლის სატყეო

და თევზის მეურნეობა (7.4 %), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 %), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 %), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 %) და განათლება (4.7 %).

როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, 2021 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (12.4 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 %), ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 %), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (29.3 %), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (21.2 %), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.7 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის (-23.9 %) დარგში.