საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ინფორმაციით, 2019-2022 წლებში ტყით სარგებლობის უფლების 18 ნებართვა გაიცა.
როგორც „ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, სარგებლობის უფლება 10-დან 49 წლამდე ვადითაა გაცემული.
„2018 წლიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების (იჯარა) მოპოვებასთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ დააკმაყოფილა 18 მოთხოვნა. აქედან, 2019 წელს – 1, 2020 წელს – 1, 2021 წელს – 10, 2022 წელს – 6. სარგებლობის უფლება გაცემულია 10-დან 49 წლამდე ვადით. ყველაზე მეტი იჯარა გაცემულია მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ფართობებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.