ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ქალაქის სადღესასწაულო მორთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2-3 დეკემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ერეკლე II-ს მოედანზე, 26 მაისის ქუჩის კუთხესა და ჭავჭავაძის მოედანზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!