ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით) აღარ განხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ მხოლოდ ელექტრონული მომართვით განხორციელდება, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით განცხადების წარდგენის საფუძველზე.
„აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით უკვე განხორციელდა.