ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.
18, 22 და 26 ივნისს ქალაქ ლაგოდეხში- რანის საფეხბურთო მოედანზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.