Home დღის ამბები ეკონომიკა 15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 43,658-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია. აგვისტოში ყველაზე მეტი – 16,316 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ვიზიტორების 92% სახმელეთო გზით, 6.6% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი ქვეყანას ვიზიტორთა 1.7% ეწვია.

15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1. თურქეთი – 16 316 ვიზიტორი
2. სომხეთი – 8 721 ვიზიტორი
3. საქართველო (არარეზიდენტი) – 4 722 ვიზიტორი
4. რუსეთი – 4 390 ვიზიტორი
5. აზერბაიჯანი – 3 757 ვიზიტორი
6. უკრაინა – 996 ვიზიტორი
7. ბელარუსი – 852 ვიზიტორი
8. უზბეკეთი – 829 ვიზიტორი
9. ყაზახეთი – 472 ვიზიტორი
10. გერმანია – 430 ვიზიტორი
11. ბულგარეთი – 267 ვიზიტორი
12. საფრანგეთი – 235 ვიზიტორი
13. ტაჯიკეთი – 227 ვიზიტორი
14. ლატვია – 193 ვიზიტორი
15. ყირგიზეთი – 138 ვიზიტორი