Home დღის ამბები 15 დეკემბრამდე კახეთში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

15 დეკემბრამდე კახეთში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

15 დეკემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 15 დეკემბერს გამოიდარებს.

კახეთში,15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.