გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 14 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.
კახეთში 14 ნოემბერს დღისით ზოგან, შესაძლოა, იწვიმოს, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.