საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს- ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება.
არსებული ინფორმაციით- სიმულაციური სწავლების ფარგლებში, ყვარელში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.
სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სწავლებაში ჩაერთვება 500-მდე ადგილობრივი მოხალისე. მათთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცნენ ღონისძიების მიმდინარეობასა და სამოქმედო გეგმას.
სამაშველო სწავლების შესახებ, რეგიონში მყოფი მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნება.
ცნობისთვის, ღონისძიების მიზანია, გადაუდებელი შემთხვევების დროს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.