Home დღის ამბები 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

რძის გზა ისეთივე ძველია, როგორც სამყარო!

მეცნიერები თვლიან, რომ რძის გზა — სამყაროში ერთ-ერთი უძველესი გალაქტიკა. ის, დაახლოებით, 13, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და თითქმის, ისეთივე ძველი, როგორც თავად სამყარო, რომელიც დაახლოებით, 13, 7 მილიარდი წლის წინ შეიქმნა.

რძის გზამ სახელი დიდი ხნის წინ მიიღო

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, რძის გზა მაშინ შეიქმნა, როდესაც ჰერამ საკუთარი რძე დაღვარა, ჰერაკლეს ძუძუთი კვების დროს. გალაქტიკის სახელი — რძის გზა, სწორედ აქედან მოდის.

რძის გზა სხვა გალაქტიკებისაგან შედგება

ახლანდელი ზომისა და ფორმის მისაღწევად, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რძის გზა არაერთი გალაქტიკა შთანთქა. სწორედ ამჟამად, ის კიდევ ერთ — დიდი ძაღლის გალაქტიკის სახელით ცნობილ, ჯუჯა გალაქტიკას იერთებს და მის ვარსკვლავებს საკუთარ სპირალს ამატებს.

კაცობრიობა — ახალბედაა გალაქტიკაში

მზემ და მზის სისტემამ, 4, 6 მლრდ. წლის წინ ფორმირებიდან – დღემდე, გალაქტიკის ირგვლივ, 20–მდე ბრუნი გააკეთა. დედამიწაზე ადამიანის გამოჩენიდან კი — 1/1250 ბრუნი.

უამრავი ვარსკვლავი

ასტრონომებიც კი კამათობენ იმაზე, თუ როგორ გამოთვალონ, ვარსკვლავების რაოდენობა გალაქტიკაში. თანამედროვე ტელესკოპებით მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავებს დანახვა შეიძლება. ამასთან, ბევრი ვარსკვლავი, დამჩრდილავი გაზით და მტვრის ღრუბლით არის დაფარული. ასე, რომ, ხილვადი ვარსკვლავების გარდა, ისეთი ვარსკვლავებიც არსებობენ, რომლის დანახვა არ შეგვიძლია და როდესაც რძის გზას ღამე ვუყურებთ, ჩვენ ასობით მილიარდი ვარსკვლავის, დაახლოებით, 0, 0000025% ვხედავთ.

რძის გზაში დიდი რაოდენობით ტოქსიკური გაზია

ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის, ცარიელ სივრცეებში, დიდი რაოდენობით ტოქსიკური გაზებია. ზეთოვანის ორგანული მოლეკულების ნახშირბადის ალიფატურ ნაერთებს გარკვეული ტიპის ვარსკვლავებში გამოიმუშავებენ, ხოლო შემდეგ, ეს ნაერთები ვარსკვლავთშორის სივრცეში ხვდება.

სპირალი გადამრთველებით

ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკების ორ მესამედს სპირალის ფორმა აქვს. კიდევ ორ მესამედს — მკლავები აქვს. რძის გზას კი, 4 სპირალისებური მკლავი აქვს. ის ერთდროულად ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის გალაქტიკაა სამყაროში.

გიგანტური სიჩქარის ადგილი

ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს და მისი სიჩქარე, დაახლოებით, 827 000 კმ/სთ–ია. იმისთვის, რომ გაიგოთ, რეალურად, რას სიჩქარესთან გვაქვს საქმე, შედარებისთვის ერთ მაგალითს მოვიყვანთ: წარმოიდგინეთ მოძრავი ობიექტი, რომელსაც დედამიწის ეკვატორს შემოსავლელად მხოლოდ 3 წთ. სჭირდება.

გალაქტიკის მოძრაობა

რძის გზა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, სამყაროში, სივრცეში მოძრაობს. დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, მზე — რძის გზის გარშემო, რძის გზა კი — გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში. თავის მხრივ, ეს ჯგუფი კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივების მიმართ მოძრაობს, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ დარჩა.

შავი ხვრელი ცენტრში

რძის გზის ცენტრში ძლიერი გრავიტაციული ძალაა — შავი ხვრელის სახით. მეცნიერებმა მას — “მშვილდოსანი A” შეარქვეს. ასტრონომები თვლიან, რომ ეს შავი ხვრელი იმდენს იწონის, რამდენსაც ერთად აღებული, 4 მილიონი ჩვენი მზე.

ქალწულის სუპერ კლასტერიდან

რძის გზა კიდევ უფრო დიდი გალაქტიკური სტრუქტურის ნაწილია. ჩვენი უახლოესი მეზობლები მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლებია და ასევე, ანდრომედეს გალაქტიკა — უახლოესი სპირალური გალაქტიკა რძის გზასთან. 50-მდე სხვა გალაქტიკასთან ერთად, რძის გზა და მისი უახლესი გარემო, გალაქტიკების ადგილობრივ ჯგუფს ქმნის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდი კონგლომერაციის — ქალწულის სუპერ კლასტერის ნაწილი არის.

ხედი შიგნიდან

რძის გზის ნებისმიერი ფოტო კოსმოსიდან, რომელიც ჩვენ ოდესმე გვინახავს — ეს ან სხვა გალაქტიკის ფოტოა, ამ მხატვრის შემოქმედების შედეგი. ვინაიდან გალაქტიკის შიგნით ვართ, ჩვენ მისი სურათის გადაღება გარედან, უბრალოდ, არ შეგვიძლია.

რძის გზა მარადიული არ არის

ოთხი მილიარდი წლის შემდეგ, რძის გზა თავის უახლოეს მეზობელს — ანდრომედეს გალაქტიკას შეეჯახება. ამჟამად, ორი სპირალური გალაქტიკა, ერთმანეთისკენ, დაახლოებით, 400 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს. როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახებიან, გრანდიოზული კატასტროფა მოხდება. დედამიწა სავარაუდოდ გადარჩება, თუმცა, გალაქტიკაში ბევრი ვარსკვლავი ან განადგურდება, ან ხასიათს და მდებარეობას მთლიანად შეცვლიან.