13 ივლისს, თუშეთში, სოფელ ომალოში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთის დღეები გაიმართება.
მოეწყობა ეთნო კუთხე და მოწვეული შეფმზარეულის მიერ დამზადდება ტრადიციული თუშური კერძების ვარიაციები.
გაიმართება დოღი და დოღში გამარჯვებულების დაჯლდოება.
ჩატარდება თექის, კერამიკის და ხატვის გაკვეთილები.
ცნობისთვის, მთის დღეებს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლი “ირიაო”, ჯგუფი “ფრანი” კოცონთან მუსკალურ ნომრებს შესარულებს “ჩვენი კვარტეტი”.