გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 – 13 მაისს კახეთში, დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, მათივე თქმით – შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.