Home დღის ამბები 12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა

12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა

12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა!

ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას – სამსახურს, რომელიც გმირობას, სიმამაცესა და თავგანწირვას გულისხმობს.

მეხანძრე-მაშველებო, თქვენი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული დაფასების ღირსია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს.

გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს!

გეკა გელაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი