და 2000 წლის 12 აგვისტოს პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღეს რა, თქმა უნდა ვუერთდებით და ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე 17:00-დან ავღნიშნავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ”მეგობრობის ფესტივალით”.
ფესტივალზე მოსულ ახალგაზრდებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო და სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობები.
-სპორტი: სამაგიდო თამაშები, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ველოსიპედების, სკეიდბორდისა და გარბენში შეჯიბრი.
-ხელოვნება: ნახატების გამოფენა, ფოტოგამოფენა, ადგილზე ხატვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
-ტურიზმი: ლაგოდეხის ტურისტული მარშუტების გაცნობა, ეკლესია-მონასტრების ფოტოგამოფენა.
-პოეტები და პროზაიკოსები: ნორჩი პოეტები და პროზაიკოსები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და გაუზიარებენ ახალ მეგობრებს.
-მუსიკა: მოყვარული მუსიკოსები იზრუნებენ ფესტივალის განწყობაზე.
-პირველი დახმარება: წარმოდგენილი იქნება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალი.
-საღამოს ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი.
მხარდამჭერი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.
მასპინძელი ახალგაზრდები: ”ლაგოდეხის მოხალისის” აქტიური წევრები.
#გაატარე12აგვისტომეგობრებთანერთად
დასწრება თავისუფალია.