Home დღის ამბები ავტოტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება გომბორი-თელავის გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე 11-25 აპრილის ჩათვლით

ავტოტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება გომბორი-თელავის გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე 11-25 აპრილის ჩათვლით

default

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ- დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით, მათივე თქმით- ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

” სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.