გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“ კახეთის მოსახლეობას სთავაზობს უფასო კარდიოლოგიურ მომსახურებას.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება, ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია და ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა სრულიად უფასოდ.
” კონსულტაციას ჩაატარებენ კარდიოლოგები რამაზ თევზაძე და ნათელა სამაშვილი.
☑️ 11 მაისს
⏰ 09:30 საათიდან 17:00 საათამდე
ქ. გურჯაანი, მარჯანიშვილის ქ. N35
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ცხელ ხაზზე:
(995 32) 2 505 222 “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.