11 ივლისს, ქალაქ ლაგოდეხში, ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის, ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
წიგნის მოყვარულები, განსაკუთრებული ფასდაკლებებით, საჩუქრებითა და ტრადიციული შეთავაზებებიც ისარგებლებენ. ლაგოდეხელ ბიბლიოფილებს, შესაძლებლობა მიეცემათ, წიგნები შეიძინონ „პალიტრა L”-ის შეთავაზებებით: „1+1“; „3 წიგნი 10 ლარად“ და „გადაიხადე, რამდენიც გინდა“.
ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, ადგილზე, შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა ახალ წიგნში.
ცნობისთვის, ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე გაგრძელდება.