Home დღის ამბები ეკონომიკა 11 თვეში მთავრობამ 2,6 მლრდ ისესხა, საიდანაც 1,5 მილიარდი შიდა ვალია

11 თვეში მთავრობამ 2,6 მლრდ ისესხა, საიდანაც 1,5 მილიარდი შიდა ვალია

მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს მთავრობამ 2 მილიარდ 595 მილიონი ლარის ვალი აიღო, რაც წლიური გეგმის 71.3%-ია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 1 მილიარდ 542 მილიონი ლარის საგარეო ვალი აიღო, რაც გეგმის 65.9%-ია.

რაც შეეხება საშიანო ვალდებულებს, იანვარ-ნოემბერში მთავრობამ 1 მილიარდ 53 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო ანუ წლიური გეგმის 81%.

ცნობისთვის: წელს მთავრობა ჯამურად 3 მილიარდ 641 მილიონი ლარის ვალის აღებას გეგმავს.