Home დღის ამბები ეკონომიკა 10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.

გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

სიმინდის ფქვილი – 76.1%-ით

შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი – 39.8 %-ით

ვაფლი კრემით – 39.3%-ით

ნამცხვარი – 38.6%-ით

მანდარინი – 36.7%-ით

ხორბლის ფქვილი – 36%-ით

მარგარინი – 35.6%-ით

სულგუნი – 34.6%-ით

მდოგვი – 34.2%-ით

ვერმიშელი – 30.4%-ით