Home დღის ამბები ეკონომიკა 10 პროდუქტი/მომსახურება, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

10 პროდუქტი/მომსახურება, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7 პროცენტით განისაზღვრა.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.

სანოტარო გადასახდელი – 95,6%-ით;

სიმინდის ფქვილი – 76,6%-ით;

ასლის გადაღება – 51,1%-ით;

მარგარინი – 46%-ით;

დიზელის საწვავი – 45%-ით;

სარეცხი საპონი – 42,9%-ით;

ვაფლი კრემით – 40,2%-ით;

ხორბლის ფქვილი – 39,3%-ით;

ქალის ზამთრის პალტო – 36,5%-ით;

მანდარინი – 36,3%.