Home რეგიონი გურჯაანი 10 თვეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით 3700-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

10 თვეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით 3700-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პაკეტი 2023 წელს 2 695 000 ლარს შეადგენს.

ათი თვის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 3700-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 748 000 ლარი გაიცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა 18 ქვეპროგრამას მოიცავს.