1 ივნისს, გურჯაანში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება გაიმართება.
გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
” პროგრამა:
12:00 -15:00 საათი
სპორტული აქტივობები;
,,მხიარული მუსიკალური თამაშები“;
სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
სახეზე მოხატვა;
ასფალტზე ხატვა;
ანიმაციური გმირები;
14:00 საათი
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი,
ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი ,,ღამეთა გრძელი ზღაპარი,, ;
15:00 – 17:00 საათი
საბავშვო კონცერტი ,,leko’s Studio”;
გურჯაანის ნინო რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიასთან არსებული აკრობატული ცეკვების ჯგუფი ,,მერცხლები“ “,- აღნიშნავენ გურჯაანის მერიაში.