მეუფე დავითმა ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მთავრობა ორგანიზებულად მო ქმედებს.
“შიში ყოველთვის ურწმუნოებიდან მოდის. დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა, მადლობა ღმერთს ჩვენს ხალხს, ხელისუფალს საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშვა და ეს გამოცდა ჩვენმა ერნმა კარგად ჩააბარა. გუშინ მელაპარაკა ერთი ადამიანი, რომლის სასტუმროშიც უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები. არც ერთ თანამშრომელს, არც დიდს და არც პატარას არ დაუტოვებია თავისი სამსახური , რომელიც ნამდვილად ღვთის წყალობით მათთვის გვირგვინი იქნება. დღესაც ემსახურებია იქ მყოფ ადამიანს, როგორც სხვა დროს. ეს დიდი სამაგალითო შემართებაა. მათ ზურგი კი არ აქციეს , გვერდში დაუდგნენ თან ყველას შეიძლება ეს განსაცდელი შეხვდეს, იგივე ხელისუფალს ვიტყვი, იმიტომ რომ ისინიც დღე და ღამე აქტიურად არიან ჩართულები და ორგანიზებას კარგად აკეთებს. საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი , სიფრთხისლის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, უგუნური თავმოწონებით უარის თქმა ამ სიფრთხილეზე კიდევ უფრო დამაძიმებელია იმიტომ, რომ მას საფუძვლად ამპარტავნობა უდევს, ამპარტავანი სძულს უფალს, ხოლო თავდამდაბალი, რომელიც სიფრთხილეს იცავს, გონიერებით ღვთისთვის საყვარელია და წყალობასაც მიიღებს. სიფრთხილე დღეს აუცილებლად უნდა დავიცვათ და ეს სათაკილო არ არის, მაგრამ ღვთის მცდებით თუ რაიმეს საწინააღმდეგოს გვეტყვიან ის რა თქმა უნდა, ქრსიტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ , არა თუ ვიმსჯელოთ. ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მიწვდება და რომელსაც ადამიანის ენა ვერ გამოსთვაქმს, ვინც ეჭვით ეზიარება. “- თქვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.