ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
არსებული ინფორმაციით- შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცა- მიმდინარე და ახალი შესასრულებელი პროექტების მკაცრი მონიტორინგი, სწორი კომუნიკაცია, ადგილობრივების ინფორმირება იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება მათთვის ახორციელებს.
ჯონდო მდივნიშვილმა თათბირზე, ასევე, ისაუბრა გადაუღებელი წვიმების შედეგად, მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემებისა და მოგვარების გზებზე.