Home რეგიონი ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

” მიმდინარე და ასევე, ახალი შესასრულებელი პროექტების დროული და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, სწორი კომუნიკაცია, ადგილობრივების ინფორმირება, იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება მათთვის ახორციელებს – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, დღევანდელ თათბირზე გაამახვილა ყურადღება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.