ჯონდო მდივნიშვილმა, ქ. ლაგოდეხში კავკასიონის ქუჩისა და სოფელ რაჭისუბნის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
სოფელ რაჭისუბანში, 3 589 გრძ.მ გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები ეწყობა .ხოლო ახალგაზრდობის ქუჩაზე ახალი გზა 1625 გრძ.მ მონაკვეთზე იგება.
ორივე პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 2 154 754 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით – 2021 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მუნიციპალიტეტში 27 პროექტი განხორციელდა.სრულად და ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 48 კილომეტრამდე გზის მონაკვეთს, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 467 967 ლარი დაიხარჯა.