ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და მოადგილემ, ნინო ბატიაშვილმა, დედის დღე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს მიულოცეს.
სამუსიკო სკოლის დარბაზში გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
ცნობისთვის- დედის დღე, ლაგოდეხის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს, სამოქმედო გეგმის ფარგლებში , ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის, ლაგოდეხის ქალთა საბჭოსა და დამოუკიდებელი დღის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, დედებს, საზეიმოდ ყვავილები გადაეცათ.