Home რეგიონი ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილი მერიასთან კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯონდო მდივნიშვილი მერიასთან კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ.

მუნიციპალიტეტის მერმა, ყურადღება გაამახვილა, მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე. შეხვედრას, მშენებლებთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებიდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

წყარო : ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია