მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 25 307 218 ლარი შევიდა.
ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში კი ამ მაჩვენებელმა 229 169 180 ლარი შეადგინა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 107 078 160 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 122 091 019 ლარის მობილიზება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სანქციებიდან შევსების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სანქციებიდან (ჯარიმა და საურავი) საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში 131 163 004; ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 159 345 867ლარი შევიდა. უნდა ითქვას რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტში ჯარიმების შედეგად უფრო მეტი თანხის მობილიზება მოხდა, ვიდრე პანდემიამდელ, 2019 წელს. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ოქომბერში ნაერთ ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ჯამში, 170 097 070 ლარი შევიდა.
ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 347 124 691 ლარი, შემოსავლებმა კი – 16 018 075 701 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.