Home დღის ამბები ეკონომიკა ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

საქართველოს მოსახლეობის 18%, ანუ 668 ათასი ადამიანი კერძო სადაზღვევო პოლისის მფლობელია. სადაზღვევო მარეგულირებლის ინფორმაციით, დაზღვეულთა რაოდენობა 32 ათასი ადამიანით გაიზარდა.

გაიზარდა ასევე სადაზღვევო სეგმენტში მიღებული პრემიების მოცულობაც. წლის პირველ ნახევარში მოქალაქეებმა ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 231 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 36.4 მილიონით მეტია.

გაზრდილია საშუალო პოლისის ღირებულებაც. თუკი გასულ წელს საშუალო პოლისის საფასური 51 ლარი იყო, წელს მისი ღირებულება 58 ლარი გახდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე #1 მოთამაშეა ჯიპიაი ჰოლდინგი, რომელმაც 66 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, მეორე ადგილს 42.6 მილიონის პრემიით იმედი L იკავებს, მესამეზე კი არდია 33.9 მილიონის პრემიით.