საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
” ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე ხარვეზები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ჯანსაცვის მინისტრის დანიშვნა კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს დღეებში მოხდება.
” რაც შეეხება იმას, რომ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე”,- განაცხადა კობახიძემ.