ხვალ, 11 მაისს, გახდება ცნობილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გახანგრძლივებასა და რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 4-დან 11-მაისამდე საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული.
ამასთან, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ ფუნქციონირებს. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.