ხანძარი კახეთში- დამწვარია დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ქონება, არსებული ინფორმაციით- დამწვრობები აქვთ ქონების მესაკუთრეს და მის შვილს, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში გადიან.
ცეცხლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ბიზნესმენის, ლევან ტუხაშვილის სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა, ასევე დამწვარია ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ავტომობილიც.
თავად ლევან ტუხაშვილის განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.
„დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ უამრავი კამერაა დამონტაჟებული, პოლიციელები იყვნენ მოსული და ჩანაწერები ამოიღეს. გამოძიება იტყვის რა მოხდა. ძალიან დიდი ზარალი მაქვს, მილიონზე მეტის“ – განაცხადა ტუხაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ტუხაშვილი წლებია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღებს, ტექნიკასა და მინერალურ სასუქებს ყიდის.