Home დღის ამბები სამართალი ხანძარი დედოფლისწყაროში

ხანძარი დედოფლისწყაროში

ხორბლის ყანის აღების დროს კომბაინი დაიწვა.

შემთხვევა სოფელ ზემო ქედში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კომბაინს ცეცხლი მოულოდნელად, მარცვლეულის მკის დროს გაუჩნდა.

მემანქანემ კაბინიდან გადასვლა მოასწრო, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლო.

რა გახდა აალების მიზეზი, ჯერ- ჯერობით უცნობია.

mak.ge- ს ინფორმაციით, ხორბლის ყანა ადგილობრივ მცხოვრებ, მიხეილ ჩოხელს ეკუთვნის.