ახმეტაში მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი თავდაპირველად ორსართულიანი შენობის სახურავს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით დაზიანებულია ,შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.