Home რეგიონი ლაგოდეხი ჭიაურის თემში 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ჭიაურის თემში 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ჭიაურისთემი
მიმდინარე წელს ჭიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით ჭიაურის თემში წელს საკმაოდ მსხვილი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
სოფ. ჰერეთისკარში, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 420 643 ლარს შეადგენს.
სოფ. ჭიაურში, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სულ მალე დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 3 210 703 ლარია გამოყოფილი.
ჭიაურის თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 913 679 ლარი დაიხარჯება. სოფ. ჭიაურში მე-5 ქუჩისა და სოფ. თამარიანში სასაფლაომდე მისასვლელი ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფ. წითელიგორისა და ჭიაურის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ ჭიაურში თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის და ღია ფიტნესის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფ. თამარიანში კი ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი მოეწყო. წელს, ამავე სოფელში მოეწყო ჭაბურღილი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 055 ლარი გამოვყავით.
სოფ. ჭიაურსა და წითელგორში სრულად მოწესრიგდა გარე განათება, სოფ. ჰერეთისკარში კი სავარგულებამდე მისასვლელი გზა მოიხრეშა.
სოფ. ჭიაურის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 59 030.62 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით წელს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 6 918 067.43 მილიონი ლარი დაიხარჯება ჭიაურის თემში.