Home რეგიონი ლაგოდეხი ჭიათურა მასპინძლობდა ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა დიდ საერთაშორისო ტურნირს

ჭიათურა მასპინძლობდა ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა დიდ საერთაშორისო ტურნირს

ჭიათურა მასპინძლობდა ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა დიდ საერთაშორისო ტურნირს. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელის, ოთარ მამულაშვილის განცხადებით, ღონისძიება უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ტრადიციულად, მეზობელი ქვეყნების უძლიერესი წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესანიშნავად იასპარეზეს გურჯაანელმა მოკრივეებმა. მათ 5 მედალი მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ხუთეულში შევიდნენ.