ქართველი ფერმერები ვაშლის გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს წააწყდნენ – მიზეზი უხვი მოსავალი და გადავსებული ადგილობრივი ბაზარია.
ერთ-ერთი ფერმერის თქმით, წელს მოსავალი სამჯერ აღემატება შარშანდელს, ამიტომ გამოსავალი ექსპორტშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვაშლის გადაყრა მოუწევთ.
„როგორც წესი, ვაშლს გორის ბაზარში ყიდით, მაგრამ ამ სეზონზე, ფაქტობრივად არ ყიდიან. ბოლო პერიოდამდე ექსპორტი აქტიურად ხორციელდებოდა აზერბაიჯანში, თუმცა ეს პროცესიც შეჩერდა – აზერბაიჯანელი კლიენტები ამბობენ, რომ საბაჟოზე იმდენს იღებენ, რომ გატანა აღარ ღირს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ბაზარიც დაიხურა“, – აცხადებს ადგილობრივი ფერმერი.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ისიც ამწვავებს, რომ ვაშლის ფასი საკმაოდ დაბალია.
„არის პუნქტები, სადაც ისეთ მიზერულ თანხას იხდიან, რომ მხოლოდ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაში გვეყოფა. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ვაშლს ვერ ვაწვდით ქსელურ მაღაზიებს. იქ ყველას ჰყავს თავისი სტაბილური მომწოდებლები, მათ შორის იმპორტიორები თურქეთიდან და სომხეთიდან“, – ჩივის ფერმერი.