Home დღის ამბები “წრეზე მორბენალი 3 კურდღელი” – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

“წრეზე მორბენალი 3 კურდღელი” – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

სამი კურდღელი წრეზე დაუსრულებლად დარბის. ყველა მათგანს 2–2 ყური აქვს. მაგრამ, რეალურად, გამოსახულებაზე მხოლოდ 3 ყური ჩანს, რადგან თითოეული ყური, ერთდროულად, 2 კურდღელს ეკუთვნის. ეს იდუმალი სიმბოლო, იმაზე ხშირად გვხვდება ძველ არტეფაქტებზე, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა და დღემდე არავინ იცის, რას უნდა ნიშნავდეს?

«სამი კურდღლის» ნახვა უძველეს ბუდისტურ ტაძრებში და სუის დინასტიის (581—618 წწ.) დროინდელ ქსოვილებზე შეიძლება. გარდა ამისა, ის შუა საუკუნეებში აგებულ, ბრიტანულ, ფრანგულ და გერმანულ ტაძრებზე და მონღოლურ მონეტებზეც კი არის გამოსახული.

ამასთან, არქეოლოგები და მეცნიერები მთელ მსოფლიოდან, ისევ კამათობენ იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნდა ეს გამოსახულება და რატომ გახდა ასეთი პოპულარული. ერთი ვერსიით, «სამი კურდღლის» სამშობლო ირანია, სადაც სიმბოლო განსაკუთრებით იყო გავრცელებული, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

იმედია, ეს უძველესი საიდუმლო ოდესმე გამჟღავნდება და «წრეზე მორბენალი კურდღლების» საიდუმლოს გავიგებთ.