წლის საუკეთესო მოაზროვნედ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი აქიმიძე დასახელდა, რომელსაც საჩუქრად ბიბლუსის ვაუჩერი გადაეცა.
10 ოქტომბერს ახმეტის კულტურის სახლში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშების რა? სად ? როდის? შემოდგომის სერია გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.