საზამთრო წინა წელთან შედარებით 39%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ ფასების დეტალური ინდექსიდან ირკვევა, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.
საქსტატის თანახმად, ხილს შორის საზამთრო ყველაზე მეტად გაძვირდა, სხვა ხილის ფასების წლიური ცვლილება ასეთია:
საზამთრო – ფასის ზრდა 39%;
ვაშლი – ფასის ზრდა 34%;
ქლიავი – ფასის ზრდა 27%;
ატამი – ფასის ზრდა 25%;
ფორთოხალი – ფასის ზრდა 20%;
კივი – ფასის ზრდა 18%;
ყურძენი – ფასის ზრდა 11%;
მსხალი – ფასის ზრდა 8%;
ბანანი – ფასის ზრდა 4%.