წინანდლის მამულში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიიის ორგანიზებით, ფორუმი- “თანამშრომლობა პარტნიორ ქალაქებთან” ჩატარდა, სადაც თელავთან დამეგობრებული ქალაქების- კერძოდ, დელეგატები ლიეტუვადან, გერმანიიდან და ისრაელიდან იღებდნენ მონაწილეობას.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა.
ცნობისთვის, ფორუმი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ჩატარების მიზანს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებისთვის თელავის განვითარების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, ხოლო დელეგაციის წარმომადგენლების მიერ თელავთან დაკავშირებული შეთავაზებებისა და ხედვის გაზიარება წარმოადგენდა.