Home დღის ამბები ეკონომიკა წელს ვერცხლის დეფიციტი ათწლეულების რეკორდს მიაღწევს – Silver Institute

წელს ვერცხლის დეფიციტი ათწლეულების რეკორდს მიაღწევს – Silver Institute

Silver Institute-ს თანახმად, 2022 წელს ვერცხლზე მოთხოვნა მსოფლიოში 16%-ით გაიზრდება, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ დეფიციტს შექმნის ამ ლითონზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ წელს სამკაულებისათვის, მონეტებისათვის თუ სხვა ნაკეთობებისთვის ვერცხლის გამოყენების მაჩვეებელი რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

ელექტრომობილებზე გადანაცვლების პროცესში სულ უფრო მეტად იყენებენ ვერცხლს ავტომობილების დამამზადებლებიც, თუმცა ამ სექტორის წილი მთლიანი მოთხოვნის მხოლოდ 5%-ია. მზის პანელების სექტორზე მოთხოვნის 10% მოდის.

დაბალი ფასების გამო ინდოეთში უკვე გაორმაგდა მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით. Silver Institute ვარაუდობს, რომ წელს დეიფიციტი 194 მლნ უნციას შეადგენს, რაც ბევრად მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე, 48 მლნ უნციაზე.

მოთხოვნის შემცირება მომავალი წლიდანაა მოსალოდნელი.

მიმდინარე წელს ვერცხლის ფასები დოლარის გამყარების პარალელურად თითქმის 10%-ით დაეცა და ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნციის ფასი 21 აშშ დოლარამდეა.