Home დღის ამბები ეკონომიკა წამლების იმპორტი გაიზარდა – საიდან ვყიდულობთ მედიკამენტებს

წამლების იმპორტი გაიზარდა – საიდან ვყიდულობთ მედიკამენტებს

როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოში ჯამში 202,367 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 179,316 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს იმპორტირებული მედიკამენტებიდან 7,057 მლნ აშშ დოლარის წამლები დაუფასოებელი იყო, ხოლო 195,310 მლნ აშშ დოლარის – დაფასოებული.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაფასოებული მედიკამენტები შემოვიდა:

თურქეთი – 32,869 მლნ აშშ დოლარი

გერმანია – 19,903 მლნ აშშ დოლარი

საფრანგეთი – 17,021 მლნ აშშ დოლარი

შვეიცარია – 14,566 მლნ აშშ დოლარი

უნგრეთი – 13,599 მლნ აშშ დოლარი

ინდოეთი – 10,878 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი – 8,116 მლნ აშშ დოლარი

სლოვენია – 7,522 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა – 6,347 მლნ აშშ დოლარი

ბელგია – 5,004 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაუფასოებელი მედიკამენტები შემოვიდა:

ინდოეთი – 1,952 მლნ აშშ დოლარი

ჩინეთი – 1,439 მლნ აშშ დოლარი

ლატვია – 801.7 ათასი აშშ დოლარი

აშშ – 747.2 ათასი აშშ დოლარი

საბერძნეთი – 642.8 ათასი აშშ დოლარი

იტალია – 378.5 ათასი აშშ დოლარი

ჩრდილოეთ მაკედონია – 287.2 ათასი აშშ დოლარი

ესპანეთი – 255.9 ათასი აშშ დოლარი

კორეა, რესპუბლიკა – 204.2 ათასი აშშ დოლარი

შვეიცარია – 169.4 ათასი აშშ დოლარი