ძლიერმა ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი მაწიმი დააზარალა, როგორც ადგილობრივი მერია აღნიშნავს, დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები და მოგლეჯილია ხეები.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პირველად სამუშაოებს ახორციელებენ.
ამ ეტაპზე ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.