Home დღის ამბები ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა.
დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.

სტიქიის პირველივე წუთებიდან, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე ეცნობოდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.