კახეთში, ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
არსებული ინფორმაციით, ქარმა ახმეტისა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.